ბოლო განახლება · ივლისი 2026

მომსახურების პირობები

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს საჯარო ოფერტას, რომელიც არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ციფრულ პლატფორმა ApolloCV-ის (შემდგომში როგორც „პლატფორმა“) მფლობელ და ოპერატორ სუბიექტს, ინდივიდუალური მეწარმე ანრი ცეცხლაშვილს (შემდგომში როგორც „ადმინისტრაცია“) და ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს (შემდგომში როგორც „მომხმარებელი“) შორის, რომელიც ახორციელებს პლატფორმაზე ავტორიზაციას, რეგისტრაციას ან სარგებლობს მისი ფუნქციონალით.

1. ელექტრონული ხელშეკრულების დადება და დადასტურება

1.1. პლატფორმაზე რეგისტრაციისას, ავტორიზაციისას ან შეკვეთის განთავსებისას სპეციალური უჯრის „ვეთანხმები მომსახურების პირობებს“ მონიშვნით, მომხმარებელი ახორციელებს წინამდებარე პირობების სრულ და უპირობო დადასტურებას. აღნიშნული მოქმედება იურიდიულად უთანაბრდება მხარეთა შორის ორმხრივი წერილობითი ხელშეკრულების გაფორმებას, „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

1.2. „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დაცვით, ხელშეკრულების დადების ტექნიკური ეტაპები განსაზღვრულია შემდეგნაირად:

ა) მომხმარებლის მიერ სარეგისტრაციო ან ავტორიზაციის ფორმის შევსება;

ბ) წინამდებარე პირობებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის ელექტრონული გაცნობა და სპეციალური მოსანიშნი უჯრის საშუალებით დადასტურება;

გ) მომხმარებლის მიერ სასურველი მომსახურების პაკეტის, სერვისის ან კორპორატიული ერთეულების რაოდენობის შევსება;

დ) შეკვეთის გადამოწმება და ტექნიკური შეცდომების გამოსწორება საანგარიშსწორებო გვერდზე, მომსახურების საბოლოო შეძენამდე;

ე) პარტნიორი საბანკო დაწესებულების მეშვეობით წინასწარი ანგარიშსწორების განხორციელება და პლატფორმის ფუნქციონალზე წვდომის ავტომატური გააქტიურება.

1.3. წინამდებარე ხელშეკრულება ფორმდება ქართულ ენაზე, ხელმისაწვდომია მუდმივად ვებგვერდის მთავარი გვერდის ქვედა მენიუში და მომხმარებელს ეძლევა მისი შეუზღუდავი მონიშვნის, კოპირების, ელექტრონული შენახვისა და ბეჭდვის ტექნიკური შესაძლებლობა.

2. სერვისების სპეციფიკა და მომხმარებელთა კატეგორიზაცია

2.1. პლატფორმა წარმოადგენს პროგრამულ უზრუნველყოფას, როგორც მომსახურებას, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების გამოყენებით ახორციელებს რეზიუმეების გენერირებას, ტექსტურ ოპტიმიზაციასა და კანდიდატთა შერჩევის ავტომატიზებული სისტემების თავსებადობის ანალიზს. იურიდიული პირი კლიენტებისათვის პლატფორმა დამატებით უზრუნველყოფს ვაკანსიების განთავსებისა და მართვის ციფრულ ფუნქციონალს.

2.2. სამართლებრივი სტატუსის მიხედვით, მომხმარებლები იყოფიან ორ კატეგორიად:

2.2.1. ფიზიკური პირი მომხმარებელი: სუბიექტი, რომელიც პლატფორმას იყენებს პირადი, არაკომერციული და კარიერული მიზნებისთვის. მასზე სრულად ვრცელდება საქართველოს კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“.

2.2.2. იურიდიული პირი კლიენტი: ორგანიზაცია, უნივერსიტეტი ან ადამიანური რესურსების მართვის სააგენტო, რომელიც პლატფორმას იყენებს კორპორატიული ან კომერციული მიზნებისთვის. ეს მოიცავს საკუთარი ბაზის მართვას, ვაკანსიებთან კანდიდატების თავსებადობის შეფასებას, პლატფორმაზე აქტიური ვაკანსიების განთავსებას, ან მესამე პირებისთვის თუ სტუდენტებისთვის პრომო კოდების საბითუმო შესყიდვას. აღნიშნულ კლიენტებთან ურთიერთობა რეგულირდება ექსკლუზიურად საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.

3. მონაცემთა დამუშავების უფლებამოსილება, ბაზაზე წვდომა და ვაკანსიები

3.1. ფიზიკური პირი მომხმარებელი, პლატფორმაზე რეზიუმეს შექმნით, ატვირთვით ან მოდიფიცირებით, ანიჭებს ადმინისტრაციას უფლებამოსილებას, წინასწარ განსაზღვრული წესით ხელმისაწვდომი გახადოს აღნიშნული მონაცემები პლატფორმაზე ავტორიზებული იურიდიული პირი კლიენტებისათვის დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.

3.2. მომხმარებელი აცნობიერებს და თანახმაა, რომ ადმინისტრაცია უფლებამოსილია მიიღოს ფინანსური სარგებელი იურიდიული პირებისთვის პლატფორმის საძიებო, ანალიტიკურ სისტემებსა და მონაცემთა ბაზებზე წვდომის ავტორიზების, ასევე პლატფორმაზე ვაკანსიების განთავსების სერვისის მიწოდების სანაცვლოდ.

3.3. მას შემდეგ, რაც მომხმარებლის მონაცემები პლატფორმის ფუნქციონალის ფარგლებში კანონიერად გახდება ხელმისაწვდომი მესამე მხარისთვის, აღნიშნულ მონაცემთა შემდგომ დამუშავებაზე, შენახვასა და კონფიდენციალურობაზე პასუხისმგებლობა სრულად გადადის მიმღებ სუბიექტზე, როგორც მონაცემთა დამოუკიდებელ დამმუშავებელზე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3.4. პლატფორმაზე ვაკანსიის განთავსებისას, იურიდიული პირი კლიენტი იღებს სრულ და პერსონალურ პასუხისმგებლობას გამოქვეყნებული ვაკანსიის ტექსტის შინაარსზე, მის კანონიერებასა და სისწორეზე. იურიდიული პირი კლიენტი ვალდებულია დაიცვას საქართველოს შრომის კოდექსი და საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“. კატეგორიულად აკრძალულია ისეთი ვაკანსიის განთავსება, რომელიც შეიცავს დისკრიმინაციულ ელემენტებს ასაკის, სქესის, ეროვნების ან სხვა ნიშნის მიხედვით.

3.5. ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, წინასწარი გაფრთხილების გარეშე წაშალოს ან დაბლოკოს ნებისმიერი ვაკანსია, რომელიც არღვევს წინამდებარე მუხლის მოთხოვნებს ან შეიცავს შეურაცხმყოფელ, ყალბ ან საეჭვო ინფორმაციას. ასეთ შემთხვევაში, გადახდილი მომსახურების საფასური იურიდიულ პირს უკან არ უბრუნდება.

3.6. ადმინისტრაცია იტოვებს ექსკლუზიურ უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ, წინასწარი გაფრთხილებისა და ფინანსური კომპენსაციის გარეშე, ნებისმიერ დროს შეუჩეროს ან სამუდამოდ გაუუქმოს ანგარიში მომხმარებელს, თუ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ მომხმარებელი არღვევს წინამდებარე პირობებს, ეწევა თაღლითურ/კიბერ-დანაშაულებრივ საქმიანობას ან საფრთხეს უქმნის პლატფორმის და სხვა მომხმარებლების უსაფრთხოებას.

4. ფინანსური პირობები და თანხის დაბრუნების პოლიტიკა

4.1. პლატფორმის ფასიანი ფუნქციონალით სარგებლობა ეფუძნება წინასწარი ანგარიშსწორების პრინციპს. საბანკო ბარათით ტრანზაქციის დამუშავებას უზრუნველყოფს პარტნიორი ლიცენზირებული ბანკი. ადმინისტრაცია არ ახდენს მომხმარებლის საბანკო ბარათის სრული მონაცემების იდენტიფიცირებას ან შენახვას.

4.2. სპეციალური პირობა იურიდიული პირებისთვის: იმ შემთხვევაში, თუ იურიდიულ პირთან შეთანხმებულია შემდგომი ანგარიშსწორება ინვოისის საფუძველზე, გადახდის ვადის გადაცილებისას ადმინისტრაცია უფლებამოსილია, ყოველგვარი დამატებითი შეტყობინების გარეშე, ცალმხრივად შეუჩეროს კლიენტს და მასთან დაკავშირებულ ყველა სუბ ანგარიშსა თუ პრომო კოდს პლატფორმაზე წვდომა და დააკისროს პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

4.3. თანხის დაბრუნების წესი ფიზიკური პირებისთვის: ვინაიდან პლატფორმის მომსახურება წარმოადგენს ციფრული შინაარსის მიწოდებას, „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მომხმარებელი კარგავს ხელშეკრულებაზე უარის თქმისა და თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებას მომსახურების შესრულების დაწყებისთანავე. თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგ გამონაკლის შემთხვევებში:

4.3.1. შეძენიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, თუ მომხმარებელს არცერთხელ არ გამოუყენებია ფასიანი ფუნქციონალი (არ განუხორციელებია რეზიუმეს ჩამოტვირთვა, ხელოვნური ინტელექტით მოდიფიკაცია ან თავსებადობის ანალიზი) და მისი ვირტუალური ერთეულები ხელუხლებელია.

4.3.2. პლატფორმის მხარეს არსებული კრიტიკული ტექნიკური გაუმართაობის გამო, რამაც გამოიწვია სერვისის მიწოდების შეუძლებლობა და აღნიშნული ხარვეზი ადმინისტრაციის მიერ არ იქნა აღმოფხვრილი შეტყობინებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

5. ინტელექტუალური საკუთრების დაცვა

5.1. პლატფორმა, მისი პროგრამული კოდი, დიზაინი, გრაფიკული ელემენტები, ლოგო, სავაჭრო ნიშანი, მონაცემთა ბაზების სტრუქტურა და მასზე განთავსებული ნებისმიერი მასალა წარმოადგენს ადმინისტრაციის ექსკლუზიურ ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია საქართველოს კანონმდებლობით.

5.2. მომხმარებელს ეკრძალება პლატფორმის ან მისი შემადგენელი ნაწილების ნებისმიერი ფორმით კოპირება, რეპროდუქცია, მოდიფიკაცია, დეკომპილაცია ან კომერციული მიზნებისთვის გამოყენება ადმინისტრაციის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

6. პასუხისმგებლობის შეზღუდვა და გარანტიების უარყოფა

6.1. მომხმარებელი აცნობიერებს, რომ ტექსტის ოპტიმიზაციისა და თავსებადობის ანალიზის პროცესში პლატფორმა ეყრდნობა მესამე მხარის ხელოვნური ინტელექტის მოდელებს. ადმინისტრაცია არ იღებს პასუხისმგებლობას ალგორითმების მიერ გენერირებული ტექსტის აბსოლუტურ ლინგვისტურ, ფაქტობრივ ან სტილისტურ უშეცდომობაზე. მომხმარებელი ვალდებულია თავად გადაამოწმოს გენერირებული დოკუმენტის სისწორე მის გამოყენებამდე.

6.2. პლატფორმა წარმოადგენს დამხმარე ტექნოლოგიურ ინსტრუმენტს. ადმინისტრაცია არ იძლევა გარანტიას მომხმარებლის სავალდებულო დასაქმებაზე, კონკრეტულ ვაკანსიაზე შერჩევასა ან დამსაქმებელთა მხრიდან დადებითი უკუკავშირის მიღებაზე.

6.3. პლატფორმა და მასთან დაკავშირებული ყველა სერვისი მოწოდებულია „როგორც არის“ და „როგორც ხელმისაწვდომია“ პრინციპით. ადმინისტრაცია მკაფიოდ უარყოფს ნებისმიერი სახის პირდაპირ თუ ირიბ გარანტიას, მათ შორის, მაგრამ არამხოლოდ: პლატფორმის უწყვეტი ფუნქციონირების, ტექნიკური ხარვეზების არარსებობის, კიბერ-შეტევებისგან აბსოლუტური დაცულობისა და სერვისის კონკრეტული მიზნისთვის ვარგისიანობის შესახებ.

6.4. არცერთ შემთხვევაში, ადმინისტრაცია, მისი პარტნიორები ან თანამშრომლები არ არიან პასუხისმგებელნი მომხმარებლის ან მესამე პირების წინაშე ნებისმიერი სახის ირიბი, შემთხვევითი, სპეციალური, საჯარიმო ზიანის ან მიუღებელი შემოსავლის (მათ შორის: დაკარგული სამუშაო შესაძლებლობების, რეპუტაციული ზიანის ან მონაცემთა დაკარგვის) გამო, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ადმინისტრაცია ინფორმირებული ასეთი ზიანის დადგომის ალბათობის შესახებ.

6.5. ადმინისტრაციის მაქსიმალური ფინანსური პასუხისმგებლობა ნებისმიერი სამართლებრივი დავის ან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ფარგლებში, შემოიფარგლება კონკრეტული მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე უკანასკნელი 1 თვის განმავლობაში რეალურად გადახდილი საფასურის ჯამური ოდენობით.

7. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება

7.1. მომხმარებელი (როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი) იღებს ვალდებულებას, დაიცვას და სრულად აუნაზღაუროს ადმინისტრაციას ნებისმიერი ზიანი, ფინანსური დანაკარგი, ჯარიმა ან სასამართლო/საადვოკატო ხარჯი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მომხმარებლის მიერ წინამდებარე პირობების დარღვევის, პლატფორმაზე განთავსებული არაკანონიერი შინაარსის (მათ შორის, საავტორო უფლებების დარღვევის, ყალბი რეზიუმეს ან დისკრიმინაციული ვაკანსიის) ან მესამე პირთა უფლებების ხელყოფის შედეგად.

8. ფორს-მაჟორი

8.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ვალდებულებების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობისთვის, თუ ეს გამოწვეულია ფორს-მაჟორულ გარემოებათა მოქმედებით, როგორიცაა: სტიქიური უბედურებები, საომარი მოქმედებები, გლობალური ინტერნეტ პროვაიდერების ან სატელეკომუნიკაციო ქსელების მასშტაბური ავარიები, სახელმწიფო რეგულაციები და სხვა გარემოებები, რომლებიც არ ექვემდებარება მხარეთა გონივრულ კონტროლს.

9. დავების გადაწყვეტა და მოქმედი კანონმდებლობა

9.1. წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

9.2. ნებისმიერი უთანხმოება ან დავა, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, წყდება მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოები, კანონმდებლობით დადგენილი იურისდიქციის შესაბამისად.

10. მესამე პირთა ვაკანსიები და პასუხისმგებლობის შეზღუდვა

პლატფორმა შესაძლოა აჩვენებდეს, აგროვებდეს ან შეიცავდეს ბმულებს საერთაშორისო დასაქმების შესაძლებლობებსა და ვაკანსიებზე, რომლებიც მოპოვებულია მესამე პირთა ვებგვერდებიდან, აპლიკანტთა მართვის სისტემებიდან (ATS) და გარე დასაქმების პორტალებიდან („მესამე პირთა ვაკანსიები“). აღნიშნული ვაკანსიები წარმოდგენილია მკაცრად საინფორმაციო მიზნებისთვის და მომხმარებელთა მოხერხებულობისთვის.

ApolloCV არ ფლობს, არ აკონტროლებს და დამოუკიდებლად არ ამოწმებს მესამე პირთა ვაკანსიების სიზუსტეს, ლეგიტიმურობას, სისრულესა თუ მიმდინარე ხელმისაწვდომობას. ჩვენ არ ვართ აფილირებული შესაბამის პოტენციურ დამსაქმებლებთან ან გარე პლატფორმებთან და არ გამოვხატავთ მათ მხარდაჭერას.

წინამდებარე ფუნქციით სარგებლობისას, თქვენ არაორაზროვნად აცნობიერებთ და ეთანხმებით შემდეგს:

(ა) ალგორითმული შეზღუდვები: პლატფორმის მიერ თქვენი რეზიუმეს (CV) საფუძველზე გენერირებული ვაკანსიების ნებისმიერი დამთხვევა, რეკომენდაცია ან გაფილტვრა ატარებს მხოლოდ სარეკომენდაციო-საინფორმაციო ხასიათს. იგი არ წარმოადგენს დასაქმების შეთავაზებას, ასევე არ იძლევა გასაუბრების, დასაქმების ან აყვანის გარანტიას.

(ბ) პასუხისმგებლობის შეზღუდვა: ApolloCV სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირთა ვაკანსიებში არსებულ შეცდომებზე, უზუსტობებზე ან ხარვეზებზე, ისევე როგორც ნებისმიერ პირდაპირ თუ ირიბ ზიანზე, რომელიც შეიძლება დადგეს თქვენ მიერ აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობის შედეგად.

(გ) მესამე პირთა რეგულაციები: მესამე პირის ვაკანსიაზე განაცხადის (აპლიკაციის) გაგზავნის მიზნით, თქვენ გადამისამართდებით გარე ვებგვერდზე. აღნიშნულ გარე პლატფორმებზე თქვენი ქმედებები, განაცხადის პროცედურები და გაზიარებული პერსონალური მონაცემები რეგულირდება მკაცრად შესაბამისი მესამე პირის მომსახურების პირობებითა და კონფიდენციალურობის პოლიტიკით. ApolloCV გამორიცხავს ნებისმიერ პასუხისმგებლობას, რომელიც შეიძლება გამომდინარეობდეს გარე ვებგვერდების გამოყენების ან პოტენციურ დამსაქმებლებთან თქვენი ურთიერთობის შედეგად.

11. პირობებში ცვლილებების შეტანის წესი

10.1. ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ან დამატებები წინამდებარე პირობებში.

10.2. ნებისმიერი ცვლილების შესახებ მომხმარებელს ეცნობება პლატფორმაზე განახლებული ტექსტის გამოქვეყნების გზით. პლატფორმის ფუნქციონალით სარგებლობის ან ავტორიზაციის გაგრძელება ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ ავტომატურად ჩაითვლება მომხმარებლის მიერ განახლებულ პირობებზე სრულ და უპირობო თანხმობად.

12. რეკვიზიტები

დასახელება
ი/მ ანრი ცეცხლაშვილი
საიდენტიფიკაციო ნომერი
45001034234
იურიდიული მისამართი
თბილისი ქ. ვიქტორ კუპრაძე 18
ტელეფონი
598348189
ელფოსტა
info@apollocv.com